17 მაისი 2018, 15:19
ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსი“ დატოვა
სპორტი
ჯანლუიჯი ბუფონი
ფოტო: Twitter
გაზიარება
"იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ტურინში პრეკონფერენციის დროს თქვა. ამასთან, მას არ უთქვამს ასრულებს თუ არა საფეხბურთო კარიერას.
There will never be anyone like @GianluigiBuffon.
— JuventusFC (@juventusfcen) May 17, 2018
Thank you, Gigi. You are truly #UN1CO. pic.twitter.com/KLLi7TZSTU
ბუფონი ბოლო მატჩს „ვერონასთან“ შაბათს, 19 მაისს ითამაშებს.
გასული წლის 23 ოქტომბერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბუფონი 2017 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.




