06 აპრილი 2018, 19:48
ქართველმა ძიუდოისტებმა ანტალიაში ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს
სპორტი

ბაგრატ ნინიაშვილი
ფოტო: ძიუდოს ფედერაცია
გაზიარება
ანტალიაში მიმიდნარე ძიუდოს გრან პრიზე ბაგრატ ნინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა მოლდოველი დენის ვიერუ 33 წამში იპონითა და ვაზარით დაამარცხა. ნინიაშვილმა გრან პრიზე ხუთივე მეტოქეს იოლად მოუგო. 60 კილოში კი ჯაბა პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თურქეთის გრან პრი ხვალ გაგრძელდება და მედლებს 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაითამაშებენ. საქართველოს სახელით ომარი ნიაზაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებენ




