დავით სხირტლაძე
თორნიკე შენგელია ევროლიგაში საუკეთესოდ აღიარეს
სპორტი

თორნიკე შენგელია
ფოტო: ევროლიგა
თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს. ამის შესახებ Euroleague წერს.
ესპანური "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი საუკეთესო იყო მოსკოვის "ხიმკისთან" მატჩში, რომელიც შენგელიას გუნდმა 87:77 მოიგო და პლეიოფში გასასვლელ ბრძოლაში დაწინაურდა. თორნიკემ "ხიმკისთან" მატჩში 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
15 მოხსნა "ბასკონიას" მაისურით ევროლიგაში 12 წელია, არავის მიუთვლია. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა და ეს გახლდათ 24-ე ტურის საუკეთესო შედეგი. ეს გახლავთ შენგელიას მეორე MVP-ის ტიტული ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მე-14 ტურში თორნიკემ და ცსკა-ელმა კორი ჰიგინსმა საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზიარად მოიგეს.





