01 ნოემბერი 2026, 17:23
სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
სპორტი

სანდრო ბაზაძე
ფოტო: facebook
გაზიარება
სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სიაო ლინი 15-3 დაამარცხა.
ბოლო ერთ თვეში სანდრომ მეორე მასშტაბური შეჯიბრება მოიგო - ცოტა ხნის წინ მან ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ჩემპიონობა მოიპოვა.





