06 სექტემბერი 2026, 13:10
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️
სპორტი

გლებ სმოლკინი და დიანა დევისი
ფოტო: Instagram
გაზიარება
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
სპორტსმენებმა ტურნირზე ახალი პროგრამები წარადგინეს.





