30 აგვისტო 2026, 11:45
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
სპორტი

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
ლონდონის „არსენალმა“ შეთანხმებას მიაღწია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის თავდამსხმელ-ნახევარმცველ ადრია ბართიშვილთან.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება. ფიფა-ს წესების თანახმად, სრულწლოვანების მიღწევამდე მას ინგლისურ კლუბში ოფიციალურად გადასვლა არ შეუძლია, რის გამოც „მეთოფეების“ შემადგენლობას საბოლოოდ 2027 წლიდან, 18 წლის შესრულების შემდეგ შეუერთდება.




