24 აგვისტო 2026, 18:10
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე (-66 კგ) ფინალში კანადელ მეტოქესთან დამარცხდა, გიორგი მჭედლიშვილი (-73 კგ) კი - იაპონელ ძიუდოისტთან.




