06 აგვისტო 2026, 14:10
თორნიკე შენგელია „დუბაის“ კალათბურთელია
სპორტი

თორნიკე შენგელია
ფოტო: Facebook
გაზიარება
თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ განაგრძობს. 34 წლის ქართველი კალათბურთელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის გასაჯაროებული არ არის. ტრანსფერი კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შენგელია გასულ სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. „დუბაისთან“ კონტრაქტის ხანგრძლივობისა და პირობების შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.




