13 მაისი 2026, 00:04
„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა
სპორტი

თბილისის „დინამო“
ფოტო: არქივი
გაზიარება
13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
გუნდმა ფინალში - იენას „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.
დიუსელდორფში გამართულ შეხვედრაში დინამოს რიგებიდან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ამ გამარჯვებიდან დღეს 45 წელი გავიდა.





