27 მარტი 2026, 11:15
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს
სპორტი

ფოტო: ეროვნული ნაკრები
გაზიარება
დღეს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.
ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. ამ გუნდებს შორის 10 ოქტომბერს რიგაში გამართული თამაში 1-1 დასრულდა.
ლატვიელთა კარში ბურთი დავით ბუკიამ გაიტანა. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.




