23 თებერვალი 2026, 08:56
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრა
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრა. ქართველი სპორტსმენები 23 თებერვლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, „სტრანჟაზე” იასპარეზებენ.
სოფიაში, მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით, რინგზე 10 მოკრივე გამოვა.




