მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში იასპარეზა
სპორტი

ლუკა ბუჩუკური
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობაში ჩაერთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.
მან მამაკაცთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა; მან პირველი დაშვებისას მანძილი 1:28:21 წუთში დაფარა, რაც ამ ეტაპზე მესამოცე შედეგია. გიგანტურ სლალომში მეორე ეტაპი 16:30 წუთზე დაიწყება.
ლუკა ბუჩუკური 16 თებერვალს სლალომში იასპარეზებს. მანამდე კი მოთხილამურე ნინო წიკლაური 15 თებერვალს ქალთა გიგანტურ სლალომში გამოვა.
ასევე, 15 თებერვალს მოკლე პროგრამით ფიგურულ მოციგურავეთა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას სპორტულ წყვილი იასპარეზებს.





