21 იანვარი 2026, 11:19
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაზე „დუბაი“ დაამარცხა
სპორტი

თორნიკე შენგელია
ფოტო: Facebook
გაზიარება
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგის 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე „დუბაი“ 91-89 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ არასრულ 25 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა. „ბარსელონა“ 15 გამარჯვებით და 8 მარცხით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 იანვარს, „ლიონს“ ესტუმრება.





