სანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო🏀
სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი
ფოტო: Facebook
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117 დაამარცხა.
მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 32 წუთი გაატარა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო. სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ტორონტო რეპტორსს" 21 მოგების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.




