04 დეკემბერი 2025, 15:00
მეტელკინა და ბერულავა გრან-პრის ფინალში მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზე არიან⛸️
სპორტი

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ფოტო: Youtube/ვიდეოკადრი
გაზიარება
იაპონიაში, ნაგოიაში სტარტი აიღო გრან-პრის ფინალმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მონაწილეობენ.
სპორტულმა წყვილებმა მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 75.04 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა. პირველ ადგილზე იაპონელები რიკუ მიურა და რიუჩი კიჰარა არიან (77,32), მეორეზე კი იტალიელები - სარა კონტი და ნიკოლო მაჩი (77,22).
თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები 5 დეკემბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე შეასრულებენ.




