04 დეკემბერი 2025, 13:45
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გრან-პრის სერიის ფინალში ასპარეზს იწყებენ
სპორტი

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
იაპონიაში, ნაგოიაში დღეს ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის სერიის ფინალი იღებს სტარტს, რომელშიც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები - სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იღებენ მონაწილეობას.
ქართული წყვილი მოკლე პროგრამას დღეს წარადგენს. შეჯიბრება თბილისის დროით 14:00 საათზე იწყება.




