გორ აივაზიანი 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტი

გორ აივაზიანი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
ბუდაპეშტში 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე გორ აივაზიანმა (-55 კგ) ნახევარფინალი ინგლისელ აბდულ რაჰმან ბარტონთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე მან მერვედფინალში ავსტრიელი აბდელრაჰმან ჰასაბ იმარა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელი ამინ მამაზადა.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ბრინჯაოს მედალია. მოკრივე ჰურამან კასუმოვამ (-57 კგ) ნახევარფინალური შეხვედრა ირლანდიელ ნატალია ფაშიზევსკასთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მოკრივე ლუკა ნიქაბაძე (70 კგ) კი 29 ნოემბერს ფინალში იასპარეზებს. ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს სახელით იმყოფებიან.





