27 ნოემბერი 2025, 09:12
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე კონტინენტურ პირველობაზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.
57 კგ წონით კატეგორიაში ჰურამან კასუმოვამ ლიეტუველი ვილტე სავიცკაიტე; გორ აივაზიანმა (55კგ) აზერბაიჯანელი ამინ მამაზადა; ხოლო 70კგ-ში ლუკა ნიქაბაძემ ისრაელის წარმომადგენელი იეგორ ნოვიკოვი დაამარცხა. სამივე მათგანმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდეს. ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები 28-29 ნოემბერს გაიმართება.





