15 ნოემბერი 2025, 21:01
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უპირისპირდება
სპორტი

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას მართავს. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ესპანეთია.
საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, ტრავმირებული ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ვერ ეხმარებიან.
ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე კი გუნდს შეკრების დაწყებამდე გამოაკლდნენ.





