05 ნოემბერი 2025, 09:24
გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალთან“ მატჩში კარი მშრალად შეინახა⚽
სპორტი

გიორგი მამარდაშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი შეხვედრაში ალექსის მაკალისტერმა 61-ე წუთზე გაიტანა. მადრიდელებმა კი ქართველი მეკარის კარის დალაშქვრა „ენფილდზე“ ვერ მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მაც იასპარეზა, თუმცა მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.




