13 სექტემბერი 2025, 09:59
მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოთხი წონითი კატეგორიით გახსნიან
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოთხი წონითი კატეგორიით გახსნიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:30 საათიდან 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში დაიწყება.
საქართველოს სახელით იჭიდავებენ: გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
აღნიშნულ ოთხ წონაში ფინალისტები დღესვე, საღამოს გამოვლინდებიან.





