08 მაისი 2025, 18:46
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს.
სპორტის სამინისტერო ხელბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.





