08 ივლისი 2024, 14:39
L’Equipe: ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ ითამაშებს
სპორტი

ზურიკო დავითაშვილი
ფოტო: UEFA
გაზიარება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი კარიერას „სენტ ეტიენში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება.
მათი ცნობით, „ბორდოდან“ ტრანსფერის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა. შესაბამისად, ახალი სეზონიდან დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში სეზონის ბოლოს, გიორგი მიქაუტაძის „მეცზე“ გამარჯვების შემდეგ გადავიდა. დავითაშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბს ჯერ არ გამოუქვეყნებია.





