30 აგვისტო 2022, 13:08
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ფეხბურთელი გახდა
სპორტი

ზურიკო დავითაშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი ფრანგული „ბორდოს“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის „დინამოს“ Facebook-ზე გავრცელდა.
21 წლის დავითაშვილი ფრანგულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, „ბორდოს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოში“ მიმდინარე წლის აპრილში ტულის „არსენალიდან“ გადავიდა.




