19 თებერვალი 2022, 21:21
ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
სპორტი

ილია სულამანიძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
ილია სულამანიძემ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ნიდერლანდელი მიხაელ კორელი სუფთა გდებით დაამარცხა.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.




