15 დეკემბერი 2020, 14:01
დავით კაპიტანოვი
„ლეიკერსი“ სამმა კალათბურთელმა დატოვა
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ლოს-ანჯელესის საკალათბურთო კლუბმა კონტრაქტი კევონ ჰარისს, ზავიერ სემპსონსა და ტრეს ტინკლის გაუწყვიტა.
ასეთი გადაწყვეტილება NBA-ს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელებმა გუნდის განაცხადში მყოფი 19-კაციანი განაცხადის თექვსმეტამდე შემცირებისთვის მიიღეს. ეს სამი მოთამაშე „ლეიკერსმა“ მას შემდეგ გაიფორმა, რაც ისინი დრაფტზე არავინ აირჩია, მათ არ მიუღიათ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა და წინასასეზონო მზადებისას არც ერთ შეხვედრაში არ უთამაშიათ.
ამ ეტაპზე ლოს-ანჯელესის კლუბის შემადგენლობაში მყოფი 16 კალათბურთელიდან თოთხმეტს გარანტირებული კონტრაქტი აქვს.





