01 დეკემბერი 2020, 12:15
დავით კაპიტანოვი
კალათბურთელმა ბრენდონ ინგრემმა „ნიუ ორლეანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა
სპორტი

ბრენდონ ინგრემი
გაზიარება
23 წლის კალათბურთელმა ბრენდონ ინგრემმა „ნიუ ორლეანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ის „პელიკანსში“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დარჩება და ამ პერიოდის მანძილზე 158 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
კლუბის გენერალური მენეჯერის დევიდ გრიფინის განცხადებით, კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მის ამოწურვამდე კალათბურთელს სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების წარმოება არ შეეძლება.
ინგრემი გასულ სეზონში საშუალოდ 23,8 ქულას, 6,1 მოხსნასა და 4,2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.





