22 ნოემბერი 2020, 13:50
დავით კაპიტანოვი
„ლეიკერსის“ კალათბურთელი დუაიტ ჰოვარდი, „ფილადელფიაში“ გადავიდა
სპორტი

ფოტო: NBA
გაზიარება
„ლეიკერსის“ კალათბურთელი დუაიტ ჰოვარდი, „ფილადელფიაში“ გადავიდა.
NBA-ის ინფორმაციით, 34 წლის ცენტრმა „სიქსერსთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის მანძილზე ხელფასის სახით 2.6 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰოვარდი კალიფორნიულ კლუბს გასულ სეზონში ჩემპიონობაში დაეხმარა - ის საშუალოდ 18.9 წუთს თამაშობდა და 7.5 ქულასთან ერთად, 7.3 მოხსნას აგროვებდა.





