დავით კაპიტანოვი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური რვა შეხვედრით გაიხსნება
სპორტი

ფოტო: Facebook
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. განსაკუთრებულ ინტერესს „რეალსა“ და „ინტერს“ შორის შეხვედრა იწვევს, რომელიც მადრიდში ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მასპინძლებს კარვახალი, ედეგორი და ნაჩო, სტუმრებს კი ლუკაკუ და ვესინო ვერ დაეხმარებათ. ეს გუნდები აქამდე ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 თამაში „რეალმა“ მოიგო, 4 „ინტერმა“ და ერთი ფრედ დასრულდა.
ამავე ჯგუფში „შახტარი“ გერმანიის „გლადბახს“ მიიღებს. დონეცკის გუნდის განაცხადშია ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც როგორც პირველ, ასევე მეორე შეხვედრაში ძირითადში იყო.





