მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა
სპორტი

ფოტო: რუსთავი 2
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამართული შეხვედრა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების რამდენიმე მწვრთნელი და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.
სასტუმრო „ბომონდ გარდენში“, სადაც შეხვედრა იყო ჩანიშნული, სპორტსმენებს დაცვა დახვდა, რომელიც, მათი თქმით, მათ სხდომაზე არ უშვებდა. მკლავჭიდელები სხდომაზე მაინც შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტთან დაპირისპირება დაიწყო. სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს.
მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ვიცე-პრეზიდენტის, რევაზ ლუთიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.





