დავით კაპიტანოვი
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის თითოეულ დივიზიონში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება
სპორტი

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის თითოეულ დივიზიონში შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება.
რაგბის კავშირმა ეპიდემიოლოგებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით იხელმძღვანელა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ღია სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დაშვებულია, თუმცა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნილიყო და ისინი იძულებულნი გახდნენ ეპიდვითარების დასტაბილურებამდე გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაშვება აეკრძალათ.
რეგიონალური ლიგის გათამაშება გასულ კვირაში უკვე დაიწყო. პირველი ლიგა სტარტს 3 ოქტომბერს აიღებს, ხოლო დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი 7 ოქტომბრიდან დაიწყება.





