თამარ გალუაშვილი
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გუნდებმა აქტიური მზადება დაიწყესს
სპორტი

ფოტო: facebook
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გუნდებმა აქტიური მზადება დაიწყეს.
ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფესთან“. შეხვედრა „გრან კანარიამ“ 76:73 მოიგო.
ბექა ბურჯანაძემ 11 ქულა დააგროვა. მასპინძელთა რიგებში კი ბომბარდირობა არავის დაუთმო გიორგი შერმადინმა, რომელმაც მატჩი 16 ქულით დაასრულა.
„ნებისმიერი ასეთი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება ფორმაში შესვლასა და სათამაშო სქემების დახვეწაში. სასიამოვნოა, რომ საწყის ტესტებში „გრან კანარიას“ სახით სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება სეზონისთვის სრულყოფილად მომზადებაში“, - განაცხადა მატჩის შემდეგ შერმადინმა.





