16 აგვისტო 2020, 12:54
ნათია გაბოძე
ბათუმში საქართველოს უძლიერეს კაცთა ჩემპიონატი ჩატარდა
სპორტი

კონსტანტინე ჯანაშია
ფოტო: Facebook
გაზიარება
ბათუმში უძლიერეს მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 25 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კონსტანტინე ჯანაშია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე აბსოლიტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა.
105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი ვალიკო ფიფია გახდა, 90 კილოგრამ წონით კაგეტორიაში კი ნუკრი ჯაშმა გაიმარჯვა. სამივე წონით კატეგორიაში ორი საუკეთესო სპორტსმენები ბარსელონაში გასამართ „არნოლდ კლასიკის“ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება, რომელიც დეკემბერში გაიმართება.





