15 აგვისტო 2020, 13:53
დავით კაპიტანოვი
მატიას დე ლიხტმა დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა
სპორტი

მატიას დე ლიხტი
ფოტო: Instagram
გაზიარება
მატიას დე ლიხტმა საკუთარი დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
„იუვენტუსის“ ნიდერლანდების ცენტრალურ მცველს მთელი სეზონი მხარის ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია ზუსტად მის იუბილეს დაემთხვა.
დე ლიხტს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კლინიკაში მიაკითხეს და პალატა სადღესასწაულოდ მოურთეს.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს დასვენება და მისი სარეაბილიტაციო პროცესი 3 თვეა გასტანს.





