ნათია გაბოძე
ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
სპორტი

ფოტო: Youtube
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა და ნინუას ვიდეოც მიუძღვნა.
ახალ გუნდში ის 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „პაოკი“ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია და 25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.
ნინუა „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა.
მას საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.





