ნათია გაბოძე
ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება
სპორტი

ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება.
კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი წელს პირველად იმართება და ტრადიციული გახდება. მოთამაშეთა განვითარების ლიგის მიზანი კალათბურთელებისა და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენისა და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა.
ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებგვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩიეს. მოთამაშეთა ლიგის გუნდები ორ ქვეჯგუფად არიან გადანაწილებული. თითო ჯგუფში გუნდები ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარ ფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.
მოთამაშეთა განვითარების ლიგაში გამორჩეული მწვრთნელი, სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება.





