დავით კაპიტანოვი
გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა
სპორტი

ფოტო: Facebook
გორის „დილა" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველად დამარცხდა.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, აქამდე წაუგებლად მოთამაშე გორელები თბილისის „ლოკომოტივმა" თემურ შონიას გატანილი ბურთით 1:0 დაამარცხა და გიორგი ჭიაბრიშვილმა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პირველი წრის შემდეგ კრისტალბეთ ლიგაში დაუმარცხებელი მხოლოდ ბათუმის „დინამოა", სატურნირო ცხრილს კი 18 ქულით თბილისის „დინამო" ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ბათუმელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. მეცხრე ტური დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დასრულდება, სადაც „სამტრედია" „საბურთალოს" უმასპინძლებს.





