10 აგვისტო 2020, 10:26
დავით კაპიტანოვი
ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა
სპორტი

მაქს ფერსტაპენი
გაზიარება
ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
„რედ ბულის“ 22 წლის ჰოლანდიელი პილოტი სტარტზე მეოთხე იყო, თუმცა რბოლის მიმდინარეობისას სიტუაცია გამოასწორა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.
საერთო ჩათვლას 107 ქულით „მერსედესის“ მრბოლელი ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ფერსტაპენს 30 ქულით უსწრებს.
ფორმულა 1-ის მომდევნო გრან პრი 16 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ მონტემელოში შედგება.





