დავით კაპიტანოვი
რონალდინიო შესაძლოა შინაპატიმრობიდან გაათავისუფლონ
სპორტი

რონალდნიო
ფოტო: twitter
მილანის, ბარსელონისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო შესაძლოა შინაპატიმრობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ dailymail წერს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრალს აღიარებს და ჯარიმას გადაიხდის. გამოძიება დასასრულს უახლოვდება და პროკურატურამ ვერ შეძლო გაუჩოსთვის და მისი ძმისთვის ფულის გათეთრებასა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალის წაყენება.
შესაბამისად, ერთადერთ ბრალდებად ქვეყანაში შესასვლელად ყალბი დოკუმენტების გამოყენება რჩება. რონალდინიო კი ირწმუნებოდა, რომ პასპორტები ბრაზილიელი ბიზნესმენისგან მიიღო, რომელიც ამ ეტაპზე ციხეშია.
40 წლის ვეტერანი ფეხბურთელი და მისი ძმა მარტში, პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტებით გადაკვეთის გამო დააკავეს.
გარკვეული დროის შემდეგ, ძმებმა ციხე გირაოს სანაცვლოდ დატოვეს და მას შემდეგ ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში იმყოფებიან, სადაც ნომრის ფასი ღამეში 380 ამერიკული დოლარია.





