დავით კაპიტანოვი
ფრანჩესკო ტოტიმ „როლექსის“ ძვირადღირებული საათი დაკარგა
სპორტი

ფრანჩესკო ტოტი
ფოტო: facebook
ფრანჩესკო ტოტიმ „როლექსის“ ძვირადღირებული საათი დაკარგა, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას RTL ავრცელებს.
საათს აქვს თეთრი ციფერბლატი, სამაგრზე კი აქვს ორი ფირფიტა, სადაც 2 С ასო მისი შვილების საპატივცემულოდ არის გამოსახული.
„რომასა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მისთვის ძვირფასი ნივთის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში დაპოსტა და გულშემატკივარს თხოვნით მიმართა, თუ იპოვიან ასეთი ტიპის საათს, აუცილებლად შეატყობინონ.
კარიერის დასრულების შემდეგ ტოტი რამდენიმე თვის განმავლობაში „ჯალოროსოში“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი საფეხბურთო აგენტობა დაიწყო.





