27 ივნისი 2020, 11:16
დავით კაპიტანოვი
„იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 4:0 დაამარცხა
სპორტი

ფოტო: facebook
გაზიარება
იტალიის სერია A-ს XXVIII ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის 32-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მარკო პიჩინინიმ სტუმართა ფეხბურთელი ფაბიო ლუკიონი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ოთხი ბურთი გაიტანეს. 53-ე, 62-ე, 83-ე და 85-ე წუთებზე თავი პაულო დიბალამ, კრიშტიანო რონალდომ, გონსალო იგუაინმა და მატიას დე ლიხტმა გამოიჩინა.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში რონალდომ ორი გოლი გაიტანა და ორივე თერთმეტმეტრიანით - 35 წლის პორტუგალიელს ჯერჯერობით თამაშიდან ბურთი არ გაუტანია.




