დავით კაპიტანოვი
„პარი სენჟენმენის“ ფეხბურთელს, შესაძლოა ფულადი სანქცია დაეკისროს
სპორტი

ფოტო: thesun
პსჟ-ს ფეხბურთელი მარკო ვერატი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ thesun წერს.
იტალიელი ნახევარმცველი სენ-ტროპეში „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელებთან, იზაბელ გულართან და ჯესიკა აიდისთან ერთად დასვენებისას მაშინ სიგარეტს ეწეოდა და პაპარაცების სამიზნე გახდა. მას მაშინვე ფოტო გადაუღეს.
აიდი ვერატის შეყვარებულია და ეს წყვილი ერთად პირველად რამდენიმე თვის წინ, მონაკოს გრან-პრიზე შეამჩნიეს. რაც შეეხება გულარს, ის ჯესიკას მეგობარი და „სენჟერმენის" ყოფილი მეკარის კევინ ტრაპის მეგობარი გოგონაა, რომელიც ახლა ფრანკფურტის „აინტრახტში“ თამაშობს.
სიგარეტის მოწევისთვის და კლუბის შინაგანაწესის დარღვევისთვის, ვერატის პსჟ-ს ხელმძღვანელები სავარაუდოდ სოლიდური ფინანსური ჯარიმით დასჯიან.





