„ოტავის” ყველა ჰოკეისტი კორონავირუსისგან განიკურნა
სპორტი

ფოტო: Ottawasun
ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კანადურ კლუბ „ოტავის“ ყველა მოთამაშე კორონავირუსისგან განიკურნა.
მთავარმა მწვრთნელმა ჯეი სმიტმა განაცხადა, რომ ამჟამად გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს.
„საბედნიეროდ, კლუბში ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, არავის ჰქონია ის არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებზეც გვაფრთხილებდნენ. გუნდის წევრებს დროული და კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდათ“, - ამბობს მწვრთნელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
.





