2018 წლის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ საშინაო მატჩში პირველად დამარცხდა
სპორტი

„პარი სენ-ჟერმენის“ გუნდი
ფოტო: BBC
საფრაგეთის უმაღლესი დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგაში „რეიმსთან“ დამარცხდა. როგორც BBC წერს, 2018 წლის მაისის შემდეგ გუნდმა საშინაო მატჩში პირველად წააგო.
„რეიმსის“ გუნდმა პირველივე ტაიმში ანგარიში ჰასან კამარას დახმარებით გახსნეს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბულაი დიამ მაკრატელა დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
პარიზული გუნდი ლიგაში ამ შედეგით 15 ქულით პირველ ადგილზეა, „რეიმსი“ კი მერვე პოზიციაზეა 11 ქულით.
„პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ მოედანზე „რეალ მადრიდი“ 3-0 დაამარცხეს, თუმცა „რეიმსთან“ დამარცხდნენ.




