მესიმ შესაძლოა ლა ლიგას შემდეგი ტურის მატჩში გამოტოვოს
სპორტი

ლიონელ მესი
ფოტო: Twitter
კატალონიური „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, ესპანეთის მეექვსე ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, თამაშისას დაზიანება მიიღო, წერს Franse24.
„ვილიარეალთან“ 32 წლის არგენტინელმა პირველად ითამაშა ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა, თუმცა, შესვენებაზე ტრავმის გამო შეცვალეს.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა მესიმ ლა ლიგას მომდევნო ტურის მატჩი გამოტოვოს. „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩი 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ლიონელ მესიმ მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აგვისტოში, სეზონის დაწყებამდე მიიღო და ესპანეთის ჩემპიონატის ოთხი მატჩი გამოტოვა. მის არყოფნაში „ბარსელონამ“ 4 მატჩიდან ორი მოიგო, ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. კატალონიური გუნდი 7 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ადგილზეა.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი „ბარესლონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა.





