ხატია ცარციძე
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ „ადანასპორში“ სადებიუტო გოლი გაიტანა
სპორტი

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ თურქეთის პირველი ლიგის გუნდ „ადანასპორში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. თურქეთის თასზე მე-3 ლიგის შეხვედრაში „ფეტიესპორთან“ არაბიძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გიორგი არაბიძემ 118-ე წუთზე საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. „ადანასპორი“ გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის გუნდ „ადანასპორში“ ცოტა ხნის წინ გადავიდა. მანამდე არაბიძე თბილისის „ლოკომოტივში“, დონეცკის „შახტარსა“ და პორტუგალიურ „ნასიონალში“ თამაშობდა.





