24 სექტემბერი 2019, 00:27
წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა
სპორტი

ლიონელ მესი
ფოტო: Twitter
გაზიარება
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურელი „ბარესლონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა. დაჯილდოების ცერემონია მილანში „ლა სკალას“ თეატრში იმართება.
TWITTER POST
ამ ტიტულისთვის მესისთან ერთად „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი იბრძოდნენ.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ამერიკელი მეგან რაპინო გახდა, საუკეთესო მწვრთნელად კი იურგენ კლოპი დასახელდა.
FIFA-ს ვერსიით ლიონელ მესიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეექვსედ მიიღო.





