ანა შეპკინა
გორში ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
სპორტი

გორი, ფეხბურთის ტურნირი.
ფოტო: ანა შეპკინა
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ფინალში თბილისის „დინამო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. გამარჯვებული მთავარ პრიზსაც დაეუფლა. ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონია თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები დგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,მოქმედმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
ტურნირი ტრადიციულია და 2004 წლიდან ტარდება. მაგრამ ბოლო სამი წელია უფრო მასშტაბური გახდა. 2019 წელს პირველად კი მონაწილეობისთვის გუნდი უცხოეთიდანაც მიიწვიეს.
8 სექტემბრიდან 2006-07 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლქტებული გორის „დილა“, „გორი“, თბილისის „ავაზა“, „ლოკომოტივი“, ვილნიუსის „ატეიტისი“, ბათუმის „დინამო“, „რუსთავი“, თბილისის „დინამო“და „საბურთალო“ მთავარი პრიზისთვის იბრძოდნენ. ჯგუფური ეტაპის თამაშები გურამ გაბუნიას სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ტარდებოდა, რომელიც გაზაფხულზე განახლდა.
ბურჯანაძის თასის ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „გორია“, რომელიც ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.





