05 სექტემბერი 2019, 11:26
ხატია ცარციძე
რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს
სპორტი

რაფაელ ნადალი
ფოტო: YouTube
გაზიარება
რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს. ესპანელმა მეოთხედფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 48 წუთი გაგრძელდა და ნადალმა 3 სეტში 6:4, 7:5, 6:2 გაიმარჯვა.
ნადალის მეტოქე ნახევარფინალში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება, რომელმაც ხუთსეტიანი ბრძოლაში ფრანგ გაელ მონფილს სძლია.
კიდევ ერთი ნახევარფინალი კაცებს შორის ბულგარელ გრიგოლ დიმიტროვსა და რუს დანიილ მედვედევს შორის გაიმართება.





