ხატია ცარციძე
კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო პორტუგალიელ ფეხბურთელად დაასახელეს
სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ
ფოტო: Facebook
პორტუგალიაში 2019 წლის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. წოდება კრიშტიანუ რონალდუს მიანიჭეს. ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ეს ჯილდო თავისი კარიერის განმავლობაში მეათედ მოიპოვა. პორტუგალიელმა ფინალურ კენჭისყრაში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ბერნარდო სილვასა და „ატლეტიკოს“ ფორვარდ ჟოაო ფელიქსზე მეტი ხმა მიიღო.
რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო. გასულ სეზონში კი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა.
ასევე, სულ ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 3 ნომინატი წარადგინა. მათ შორის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი“ კრიშტიანუ რონალდუა.





